მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავტოვე კლინიკა" - ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელდა

5e842bc68c9cf
ინგა მურუსიძე
01.04.20 09:49
7753
ამირან გამყრელიძის შვილი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი" ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ის facebook-ში თავის გვერდზე წერს.

ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, მან კლინიკა უკვე დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

„მეგობრებო, პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალან გამაძლიერეთ ამით.

არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე, ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდე ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა. მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!

ჩვენ კი, როგორც მოქალაქებმა, ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ირგვლიც მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს“, - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

შეგახსენებთ: ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსით ინფიცირება 26 დღის წინ დაუდასტურდა.