მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაწესებულებებში ტემპერატურის გაზომვის მოთხოვნა გადასახედია" - ინფექციონისტი

61e2bec1a6dac
მარიამ იზორია
15.01.22 19:00
2588
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ დაწესებულებაში ტემპერატურის გაზომვის მოთხოვნა გადასახედია და ამ მეთოდმა ინფექციის კონტროლის მხრივ დიდად არ გაამართლა.

როგორც ინფექციონისტი ფეისბუქ სტატუსში წერს, მეთოდმა განსაკუთრებით მნიშვნელობა ამ პირობებში დაკარგა, რადგან ომიკრონით ინფიცირებულებს ხშირად ტემპერატურა საერთოდ არ უფიქსირდებათ.

“ვფიქრობ, დაწსებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის მოთხოვნა გადასახედია. ამ მეთოდმა ინფექციის კონტროლის კუთხით, ისედაც დიდად არ გაამართლა, მაგრამ ამ პირობებში მნიშვნელობა საერთოდ დაკარგა, რადგან ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არ აქვთ. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტობრივად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ” - წერს მაია ბუწაშვილი ფეისბუქ გვერდზე.