რუსეთი, როგორც სახელმწიფო თავს დაგვესხა და ციფრულ სივრცეში "ბომბი" ჩამოგვიგდო კიბერშეტევის სახით, - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ „დედაენის ბარის“ დამფუძნებელმა დათა ლაფაურმა რუსული ტროლებისა და ბოტების მიერ მათ სოციალურ ქსელებზე შეტევის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავარი შემოტევა ხორციელდებოდა ხუთშაბათს, მაგრამ ინციდენტი კვლავ არაა ამოწურული და შეტევა გრძელდება.
„მხარდაჭერა როგორც საქართველოს მოქალაქეებისგან, ისევე უკრაინელებისგან არის უდიდესი, ვიღებთ ათასობით წერილს. კომენტარებში რუს ტროლებთან "ხელჩართული ბრძოლა" მიმდინარეობს, მიმდინარეობს ასევე, მასობრივი დარეპორტება.
კომენტარებში ბარზე საუბარი არ იყო, იქ იყო საქართველოზე საუბარი. არაადამიანური მუქარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიმართ. დღეს თუ ჩემი ბარი მოხვდა „ქარცეცხლში“, ხვალ შეიძლება ნებისმიერი მათ შორის სახელმწიფო უწყებაც გახდეს სამიზნე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტი არ დარჩეს დაუსჯელი“, - განაცხადა დათა ლაფაურმა.
მისივე თქმით, ბარი ამ დროისთვის პროფესიონალებთან ერთად ცდილობს სამოქმედო სტრატეგიის დასახვას, რათა შექმნილ ვითარებას გაუმკლავდნენ.
„არ ვიცი, ცუდად დაემთხვა, ან შესაძლოა, ჭკვიანურად დაგეგმეს, რომ დღეს პარასკევია და Google-ის თანამშრომლებიც ისვენებენ შემდეგი ორი დღის განმავლობაში. ორშაბათიდან ისევ გავალთ კონტაქტზე და განვაახლებთ კომუნიკაციას. ეს არ არის მარტივი პროცესი, თუმცა, უკვე პირდაპირ კავშირზე ვართ. მათი მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. არ ვიცი, ხელოვნურმა ინტელექტმა გაარჩია ეს კოორდინირებული ქმედება თუ Google-ში გვყავს მხარდამჭერები.
ერთია რომ თავად Meta-მ და Google-მა ეს პროფაილები „დასაჯოს“, გააქროს, ვინაიდან რეალურად რაც მათ ჩაიდინეს, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ვაგროვებთ ყველანაირ მტკიცებულებებს, რათა მაქსიმალურად მოვამარაგოთ Google და Meta-ც. ასევე ჩვენი შესაბამისი სამსახურებიც თუ დაინტერესებიან“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, „დედაენის ბარში“ შესულ რუსეთის მოქალაქე სტუმრებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ. საუბარია შესაბამისი კითხვარის შევსებაზე, რომელიც ბარში შესასვლელადაა საჭირო. ამას რუსი მომხმარებლების მხრიდან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა სოციალურ მედიაში, მათ შორის Google-შიც. დათა ლაფაურის თქმით, ასე რუსები ცდილობდნენ მათთვის რეიტინგი დაეწიათ.
„ამის შემდეგ სტატუსი დავდეთ და ჩვენს მხარდამჭერებს ვითარება გავაცანით. ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა მოჰყვა როგორც ჩვენი ქართველი სტუმრებისგან, ასევე უკრაინელებისგან. როგორც ჩანს, მოვექეცით მტრული რუსული ჯგუფების ყურადღების ქვეშ და დილიდან ორგანიზებული კიბერთავდასხმა მიმდინარეობს დედაენის ბარის ყველა სოციალური მედიის არხზე”, - განაცხადა ლაფაურმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი