საქართვეელოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, თუ საბიუჯეტო დეფიციტს არ შევამცირებთ, დეფოლტის რისკი არ დადგება, თუმცა ეკონომიკურ განვითარებაზე ძალიან დიდი წნეხი იქნება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტზე აზიის განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულება წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ დეპუტატები დაინტერესდნენ, საგარეო ვალის მაჩვენებლებით და დასვეს კითხვები იმის შესახებ, თუ რა ელის ქვეყანას, თუკი ვალების აღებას გააგრძელებს?
„პანდემიამ ქვეყანას დამატებითი ტვირთი შეუქმნა დაახლოებით 7 მილიარდი ლარი, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა, მშპ-ის დაახლოებით 14%. გასულ წელს მოგვიწია საკმაოდ დიდი რაოდენობით ვალის აღება, ნაწილზე შეთანხმება გაფორმებულია და წელს ავიღებთ. ეს თანხები ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ჩვენი ვალის მოცულობა მშპ-სთან შეფარებით გაიზარდა და 42%-იდან მიუახლოვდა 60%-ს... წელს მეტი გვექნება.
დეფოლტის რისკის ქვეშ ნამდვილად არ ვდგავართ, თუმცა აუცილებელი ნაბიჯები იქნება მომდევნო წლებში გადასადგმელი, რათა ვალის მოცულობა შევამციროთ, ამის ერთადერთი გზა კი იქნება ყოველწლიური დეფიციტის შემცირება. 2020 წელს დეფიციტი გვქონდა 9,3%, ხოლო 2021 წელს დაგეგმილი გვაქვს 7,6% და მომდევნო წლებში რადიკალურად უნდა შევამციროთ დეფიციტი იმისათვის, რომ ვალის დასტაბილურება დავიწყოთ. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 2,1% იყო.
თუ დეფიციტს არ შევამცირებთ, ვალი საკმაოდ გაიზრდება და უკვე საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ ვიქნებით. დეფოლტის რისკი არ დადგება, რადგან მოვემსახურებით, თუმცა ეკონომიკურ განვითარებაზე ძალიან დიდი წნეხი იქნება. შემცირდება ქვეყნის რეიტინგები, ეს აისახება ინვესტიციების შემოსვლაზე და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, როგორც კი პანდემიის ძირითადი პერიოდი გადაივლის და შეგვეძლება მეტი ვიფიქროთ ეკონომიკის განვითარებაზე, სავარაუდოდ 2022 წლიდან, უნდა დაიწყოს ფიქრი დეფიციტის რადიკალურ შემცირებაზე, რომ „დავუბრუნდეთ დაახლოებით 2%-იან მაჩვენებელს“.
„ვალმა უნდა დაიწყოს კლება. 3-4 წლიან პერიოდში 40%-იანი მაჩვენებლის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, თუმცა ტენდენცია უნდა იყოს კლების, რომ ეკონომიკას საფრთხე არ შევუქმნათ“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი