04.სექტემბერი .2020 17:14

"დეჟავუში", სადაც აფეთქება მოხდა, რემონტი მიმდინარეობდა - საგანგებო სამსახური

"დეჟავუში", სადაც აფეთქება მოხდა, რემონტი მიმდინარეობდა - საგანგებო სამსახური
views 1101
უკან

პირველადი ინფორმაციით, „დეჟავუში“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.

„პირველადი ინფორმაციით, შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, სავარაუდოდ მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი, ხოლო დაშავებულია 2. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.

ინფორმაციისთვის, აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა.