მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეკემბერ-იანვარში სეგმენტური შეზღუდვები იქნება"- ბიძინა კულუმბეგოვი

5fbe13e33a111
ინგა მურუსიძე
25.11.20 19:20
1953
ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ დეკემბერ-იანვარში სეგმენტური შეზღუდვები იქნება, თუმცა საზოგადოების გაღიზიანებას არ გამოიწვევს. შეხვედრის დეტალებზე მან გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.

კულუმბეგოვი გუშინ იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„იქნება სეგმენტური შეზღუდვები საზოგადებაზე, რომელსაც მე ვფიქრობ, საზოგადოების გაღიზიანება არ მოყვება, რადგან კრიტიკულ ზღვარზე ვართ. გარდაუვალად აუცილებელია ეს, თავისუფალ რეჟიმში ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ. მინიმალური დანაკარგი უნდა იყოს ორივე მხარეს - ეკონომიკაც ადამიანების სიცოხლეზე გადის“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.