მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დელტა" შტამი ერთ-ერთი ყველაზე ინფექციური დაავადებაა - CDC

60fad206ada35
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.21 19:05
3932
"დელტა" შტამი ერთ-ერთი ყველაზე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მეცნიერებს ოდესმე უნახავთ", - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა როშელ ვალენსკიმ. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

არსებული კვლევებით, "დელტა" შტამი ძალიან გადამდებია, რადგან "დელტა" შტამით ინფიცირებულს 1000-ჯერ მეტი ვირუსის გავრცელება შეუძლია, ვიდრე კორონავირუსის თავადაპირველი შტამით ინფიცირებულებს.

„დელტას ვარიანტი უფრო აგრესიულია და ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ძველი შტამები. აღნიშნული შტამი ერთ-ერთი ყველაზე ინფექციური რესპირატორული ვირუსია, რომელიც ჩვენთვის ამ დრომდე ყოფილა ცნობილი,“ - განაცხადა CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ში კორონვირუსით ინფიცირების, დაახლოებით, 83% "დელტა" შტამზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ასევე გაზრდილია კორონავირუსით ონფიცირების შემთხვევები, მატებამ 53% შეადგინა და დღეში, დაახლოებით, ინფიცირების 37,674 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ასევე 32%-ით გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, ხოლო - 19%-ით გარდაცვალების შემთხვევები.