მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დემონსტრაციები საჭირო არ არის, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა" - თურნავა ტურიზმის სექტორს პასუხობს

5f100b8abf529
ინგა მურუსიძე
16.07.20 12:09
1713
ჩემი აზრით, საჭირო არ არის დემონსტრაციების გზით იქნას მოთხოვნილი ჩემს რომელიმე კოლეგასთან, ან პრემიერთან შეხვედრა, რადგან ჩვენი კარი ყოველთვის არის ღია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

BMG დაინტერესდა, რა არის მთავრობის პოლიტიკა ტურიზმთან მიმართებაში წელს. ვაპირებთ თუ არა ტურისტების შემოშვებას ქვეყანაში? ასევე რა პასუხი აქვს მთავრობას იმ აქციის მონაწილეთა მიმართ, რომელიც გუშინ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გამართეს.

„გადავარჩინოთ ტურიზმი“, „მუშაობა გვინდა“, „აღდგეს რეგულარული და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეისები“, „გაუქმდეს 14-დღიანი კარანტინი „მწვანე ზონის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის“ - ეს ის მოთხოვნებია, რომელმაც გიდები, მიმტანები, ტურისტული კომპანიები, ღვინის მაღაზიები, რესტორნები, მოკლედ, ტურიზმის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელი გააერთიანა და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიყვანა, რათა თავიანთი ხმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გააგონონ.

„ყველა ძალიან კარგად ვხედავთ და ვიზიარებთ, რომ ტურისტული ინდუსტრია ძალიან დაზარალდა, ამიტომ ყველა ჩვენი პროგრამის სათავეში და მოტივაციაში დევს ტურიზმის დახმარება. ეს იყო ერთ-ერთი პირველი დარგი, რომელსაც დავეხმარეთ და ვფიქრობთ, კიდევ როგორ დავეხმაროთ შემდგომშიც, რადგან ეს პრობლემა ერთი დღით არ შემოიფარგლება.

ჩემი აზრით, საჭირო არ არის დემონსტრაციების გზით იქნას მოთხოვნილი ჩემს რომელიმე კოლეგასთან, ან პრემიერთან შეხვედრა, რადგან ჩვენი კარი ყოველთვის არის ღია. ორი დღის წინ შეხვდრა წარმომადგენლობითი შეხვედრა ტურიზმის და განთავსების დარგთან, სადაც საქმიან და მშვიდ ვითარებაში განვიხილეთ ყველა საკითხი. ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად და სწრაფ გადაწყვეტილებას, რომ უცებ გავხსნათ საზღვრები. შეიძლება ისე მოხდეს მერე, რომ ორი კვირის თავზე მოგვიწიოს მასშტაბური საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება და ყველაფრის დახურვა. ამას ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ძალიან საღად აფასებს, ხედავს და არ სურთ, რომ ისევ ამ რისკში შევიდეთ გაუფრთხილებელი გადაწყვეტილების გამო“, - განაცხადა ნათია ურნავამ.

მისივე თქმით, ძალიან კარგი ინიციატივაა ბიზნესმოგზაურობის შეთავაზება სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ეს დაეხმარება სექტორს.

რაც შეეხება ფრენებს, ნათია თურნავა ამბობს, რომ „ლუფთჰანზა“ აგვისტოდან იფრენს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „airbaltic-თან“ და ა.შ. მინისტრის განმარტებით, ფრენების სიხშირე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გაწვდება საქართველოს მთავრობა უსაფრთოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით.

„ჩვენი ამოცანაა, დავაბალანსოთ ორი რამ - გავხსნათ საზღვრები და შევინარჩუნიოთ ჯანმრთელობა. ევროპის ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს სწრაფად საზღვრები, სწრაფი, ნეგატიური შედეგები მიიღეს. ვცდილობთ, ვისწავლოთ მათ შეცდომებზე და არ გავიმეოროთ ისინი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.