ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, არასაკმარისი მარკეტინგი და „ზედაპირული მიდგომა“ - ეს იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც პრემიუმ ჩაის მწარმოებელი კომპანია „კონას“ დამფუძნებლის ნატალია ფარცხალაძის აზრით, საქართველოში ჩაის კულტურის განვითარებას აფერხებს.
„სასოფლო-სამეურნეო წარმოება სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ფინანსებზე ხელმისაწვდომობას შეხება. მაგალითად, როდესაც ჩაის მკრეფავს ქირაობ, მას შრომის ანაზღაურება დღესვე უნდა გადაუხადო და არა ჩაის წარმოების და რეალიზაციის შემდეგ ანუ მაისიდან სექტემბრამდე გვჭირდება ფინანსური რესურსი, რომლის წყარო შეიძლება იყოს დაბალპროცენტიანი კრედიტი და ა.შ., რაც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს", - ამბობს ნატალია ფარცხალაძე bm.ge-სთან.
მისივე შეფასებით, მიუხედავად სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ არსებობისა, ამ ეტაპზე საქართველოში ჩაის კულტურას განვითარების დაბალი პერსპექტივა აქვს, რაც „დარგის მიმართ ზედაპირული მიდგომით აიხსნება“.
„არ არსებობს სტრატეგია, რომელი ბაზრებისთვის უნდა ვაწარმოოთ ჩაი, რა საფასო კატეგორიისთვის და რა შანსები გვაქვს - სად შევძლებთ პროდუქციის გაყიდვას. როგორც ცნობილია, გამოცხადდა ჩაის კულტურის რეაბილიტაციის პროგრამა და მსურველებს თანადაფინანსებით შეეძლოთ ტერიტორიის აღება, თუმცა იყო ერთი პირობა - ყოველ 5 ჰა-ზე ერთი ქარხნის აშენება, რაც სრული სიგიჟეა და მას თავისი „შედეგიც“ მოჰყვა - ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მოიხიბლა ამ პროგრამით, თანადაფინანსებით ჩადგეს ქარხნები და შემდეგ გაიჭედნენ. ერთი პატარა ქარხანა ყველა პირობას ვერ უპასუხებს იმისთვის, რომ სერიოზული წარმოება ჰქონდეს. ამდენად, ვფიქრობ, პროგრამა დაუფიქრებლად გაკეთდა“, - ამბობს ის.
რა სახის მხარდაჭერაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან? – bm.ge-ის ამ კითხვაზე პასუხად პრემიუმ ჩაის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ სექტორს დახმარება მარკეტინგული კამპანიის წარმართვაში სჭირდება, რადგან ქართული ჩაი ისეთი პოპულარული არაა, რომ კომპანიებმა საჭირო ხარჯი დამოუკიდებლად გასწიონ.
„ის რამდენიმე გამოფენა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, არაა საკმარისი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ჩაის არსებობის შესახებ გაიგონ. სამი წლის წინ საფრანგეთში, ერთ-ერთ გამოფენაზე ვნახე საქართველოს სტენდი; შეიძლება ვუტრირებ, მაგრამ ჩემი გადასახედიდან ეს იყო სირცხვილი. მადაგასკარის წარმომადგენლებს, რომლებიც ვანილის ბურბონის ერთადერთი მწარმოებლები არიან, დაქირავებული ჰყავდათ ფრანგული მარკეტინგული კომპანია და წუთს არ კარგავდნენ - შეხვედრა შეხვედრაზე ჰქონდათ. ჩვენს სტენდთან კი იცით, ამ დროს რა ხდებოდა? - გვქონდა დეპრესიული სტენდი, სადაც ადამიანები დროს კლავდნენ - მარკეტინგი ასე არ კეთდება. ამდენად, ამ მხრივ, სერიოზული მუშაობაა საჭირო და სახელმწიფოს მხარდაჭერა სწორედ ამ კომპონენტში გვჭირდება“, - ამბობს ჩაის მწარმოებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი