მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეპუტატების საქმიანობის შეფასება გამოსვლების რაოდენობით ყველაზე ზედაპირული შეფასებაა"

5f27f9327e0f7
ინგა მურუსიძე
03.08.20 16:35
874
დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას.

კვლევის თანახმად, 2019 წელს 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.

„დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია და მინახავს სხვა ევროპული პარლამენტების შემთხვევაში, ამიტომ მე ვთხოვდი ყველას, ვინც დაინტერესებულია პარლამენტის საქმიანობის შეფასებით, დეპუტატები მექანიკურად კი არ დათვალონ, არამედ ნახონ რას აკეთებენ ეს ადამიანები იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი აირჩიეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.