მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Deutsche Telecom რომ შემოვიდეს საქართველოში, ბირჟაზე ყველა გარიგება კომისიას უნდა შეატყობინოს?"

5f0ee033109db
შოთა ტყეშელაშვილი
15.07.20 15:20
1157
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა წარადგინა ის ცვლილებები, რომლებიც გუშინ შუაღამით გამართული საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შევიდა. კერძოდ, იცვლება კომისიის მიერ კომპანიაში დანიშნული სპეციალური მმართველის უფლებამოსილება. კანონის ახალი ვერსიით, სპეციალურ მმართველს აღარ ექნება უფლება, მოახდინოს კომპანიის წილების რეალიზება.

თუმცა, კვლავ ძალაშია მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ავტორიზებულმა პირმა ყველა გარიგება, რომელიც მის წილებს ეხება და ჯამურად 5%-ს აღემატება კომისიას წინასწარ უნდა შეატყობინოს. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის კი მძიმე სანქციები, ჯარიმები და სპეც მმართველის დანიშვნა არის გათვალისწინებული.

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ბექა დოჭვირს მიმართა კითხვით, იქნება თუ არა ეს კანონპროექტი ხელისშემშლელი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე არიან წარმოდგენილი, რადგან მათი წილებით ვაჭრობა რეგულარულად ხდება, რასაც ქართულ რეგულატორს ბუნებრივია ვერ წარუდგენენ.

“თეორიიული სცენარი რომ წარმოიდგინოთ, რომ ჩვენთან მოქმედი რომელიმე ოპერატორის, მაგალითად სილქნეტის, მაგთის, ან რომელიმე სხვა ოპერატორის წილი, მაგალითად 10% იყიდა Deutche Telecom-მა. შემდეგ, ამ კომპანიის სათაო ოფისმა თავისი აქციების 5% გაყიდა მაგალითად Vodafone-ზე, ან ბირჟაზე ან პირდაპირ მიყიდა. ოღონდ ეს გააკეთა ბუნებრივია, ბატონი ბექაურისთვის შეტყობინების გარეშე. ამ კანონის მიხედვით, თქვენ იტოვებთ უფლებას, რომ ჯერ დააჯარიმოთ, რადგან არ შეგატყობინათ, მერე კიდევ დააჯარიმოთ, კიდევ დააჯარიმოთ, შემდეგ მოთხოვოთ გაუქმება ამ ტრანზაქციის ანუ Vodafone-ს, რომ მიყიდა თავისი წილი და ეს თუ არ გააკეთა, შეგეძლებათ შეიყვანოთ დროებითი მმართველი უვადოდ. ხომ სწორია?

ახლა მაქვს კითხვა - ამის მერე, ამ სფეროში დიდ ინვესტიციებს ელოდებით?,”- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

უფრო ვრცლად თუ რა შეიცვალა კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტში იხილეთ ბმულზე.