მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეველოპერულ ბაზარზე მთავარი გამოწვევა კონკურენციაა"

5e4bb3a5d0ec8
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.20 21:01
2971
დეველოპერულ ბაზარზე მთავარი გამოწვევა კონკურენციაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამშენებლო კომპანია „მირაქსის“ კომერციულმა დირექტორმა თამაზ ქოქოსაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, რეგულაციები ზრდის ფართებზე ფასებს, რაც პირველ რიგში მოსახლეობაზე მოქმედებს.

„დეველოპერულ სექტორში ერთ-ერთი გამოწვევა კონკურენციაა. რა რეგულაციებსაც იღებს თბილისის მერია თუ სხვა უწყებები, ყველაფერი გადადის ხალხის ხარჯზე, იმიტომ რომ მათ უძვირდებათ ეს პროექტი. ჩვენი მიმდინარე პროექტი კი ბევრისთვის კომერციულად მისაღებია, მაგრამ ყველა დეტალი აძვირებს პროექტს“, - განაცხადა თამაზ ქოქოსაძემ.

კომერციულმა დირექტორმა 2019 წელს ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გავლენაც შეაფასა.

„ივნისიდან ეროვნულმა ბანკმა შეხედა საფინანსო სექტორში ამოქმედებული რეგულაციების გავლენას სხვადასხვა სექტორზე. დეველოპერული კომპანიებისთვის ეს რეგულაციები საზიანო იყო იმიტომ, რომ გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ ივნისიდან, რაც რეგულაციების შერბილება დაანონსდა, ნელ-ნელა ისევ იმატებს მომართვიანობა“, - ამბობს „მირაქსის“ კომერციული დირექტორი.

სამშენებლო კომპანია „მირაქსი“ სექტორში 2017 წლიდან ოპერირებს. დღეისთვის დეველოპერი თბილისის მასშტაბით, გლდანსა და დიღომში სამ საცხოვრებელს კორპუსს აშენებს.