მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეიდან სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და სოფლის ექიმებს ხელფასები მოემატათ"

5efc67218a960
ინგა მურუსიძე
01.07.20 14:44
1126

დღეიდან სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და სოფლის ექიმებს მოემატებათ ხელფასი 100-100 ლარით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ეს არ არის საკმარისი და ის ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც იმსახურებთ, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი და იმედი მაქვს, სამომავლოდაც არ შევწყვეტთ მსვლელობას იქითკენ, რომ ჩვენს თანამშრომლებს გავუუმჯობესოთ პირობები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ყველა ექიმს, მძღოლს და სასწრაფოდ თანამშრომელს კოვიდთან ბრძოლაში ღირსეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრი დღეს სამეგრელოში იმყოფება.