მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს 800-მდე პროფესიონალი ძალოსანი გვყავს" - გიორგი ასანიძე

6288a6f961b6a
თამთა ჯიჯავაძე
21.05.22 15:20
729
დღეს 800-მდე პროფესიონალი ძალოსანი გვყავს, - ამის შესახებ გადაცემა BMG Drive-ში ოლიმპიურმა ჩემპიონმა და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს განაპირობა წლების განმავლობაში სპორტის ამ სახეობისადმი სწორმა მიდგომამ, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი.

„ჩვენი ენთუზიაზმით და რესურსებით ბევრ რეგიონში მინიდარბაზი გავხსენით, თუმცა ეს განაპირობა სტრატეგიულად სახელმწიფო დაფინანსებამაც, რაც გვქონდა. ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებაზე გვიწევდა გამოსვლა. იმ პერიოდის განმავლობაში ევროპის და მსოფლიოს თამაშებზე 300-ზე მეტი საერთაშორისო მედალი ჩამოვიტანეთ, რაც ძალიან საამაყოა“, - აღნიშნა გიორგი ასანიძემ თავისი მწვრთნელობის პერიოდის გახსენებისას.

როგორც ოლიმპიურმა ჩემპიონმა განაცხადა, მთავარია არ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს, ვინაიდან წინ კიდევ ახალი თაობებია. „კარგი გამგრძელებელია ლაშა ტალახაძე. როდესაც ბევრ ახალგაზრდას უხდება პლანეტის განუმეორებელი შედეგების მქონე ძალოსანთან ვარჯიში, ეს მათთვის დამატებითი სტიმულია. ეს აისახა კიდეც ჩვენს გუნდზე. არ გავა შეჯიბრი, რომ გარკვეულ წარმატებას არ მივაღწიოთ“, - განაცხადა მან.