მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს არ ვთვლით, რომ შეიძლება, სასწავლო პროცესმა გადაიწიოს" - ეკატერინე ტიკარაძე

5ed4c8d666186
ინგა მურუსიძე
01.06.20 13:58
709
დღეს არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდებიც შეუფერხებლად ჩატარდება.

„დღევანდელი ეპიდემილოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ისე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება და ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, - განაცხადა ტიკარაძემ.