05.ივნისი .2020 15:35

"დღეს ჩამოსული ტურისტი უფრო გადახდისუნარიანია და არა „რუკზაკ“ ჩამოკიდებული ტურისტი"

views 4130
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხედრისას განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში ჩამოსული ტურისტი უფრო გადახდისუნარიანი იქნება და სექტორს ეს მეტ შემოსავალს მოუტანს.

გიორგი გახარიამ ეს განცხადება რეგულეციების გათვალისწინებით ბიზნესის გაზრდილ ხარჯებზე საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ სექტორმაც უფრო მაღალი მომსახურება უნდა დაახვედროს ჩამოსულ ტურისტს.

„გავიგე, რომ დამატებითი ხარჯები გექმნებათ, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღეს მსოფლიოში მწვანე კოვიდისგან სუფთა რეგიონები და ქვეყნები, როგორადაც ითვლება საქართველო ძალიან ცოტაა, ამიტომ ეს თქვენ, რაღაც დამატებით ღირებულებას მოგცემთ.

ერთმნიშვნელოვნად, იმას უნდა მიხვდეთ, რომ დღეს ჩამოსული ტურისტი, სულ სხვანაირი ტურისტია, იმას მეტი გადახდისუნარიანობა აქვს და არა „რუკზაკ“ ჩამოკიდებული ტურისტი, რომელიც ავტოსტოპით მთელ მსოფლიოს მოივლის. აქ უფრო სხვა სეგმენტის ხალხი მოვა, აქ უფრო სხვა მოთხოვნა ექნებათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ, რომ უფრო მეტი ბრუნვა და შემოსავალი გქონდეთ, რა თქმა უნდა ეს მოითხოვს იმასაც, რომ ცოტა უფრო მაღალი სერვისი უნდა გქონდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა