03.სექტემბერი .2020 13:44

"დღეს ჩვენ ვართ ენერგეტიკულად უფრო დამოუკიდებლები და ყველა მეზობელი ქვეყნიდან შეგვიძლია იმპორტი"

views 241
უკან

ჩვენი მთავრობის მიერ გატარებული ენერგეტიკული რეფორმის წყალობით, მოვახერხეთ, რომ ყველა მეზობელი ქვეყნიდან შეგვიძლია იმპორტის განხორციელება და არც ერთი ქვეყანა არ არის დომინანტი, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, განსხვავებით 2012 წლის ვითარებისგან, როდესაც ჩვენი ელექტროენერგიის 90 პროცენტის იმპორტი რუსეთიდან მოდიოდა და ამ მხრივ, ქვეყანა დამოკიდებული იყო რუსეთზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შუამავალი კომპანიის მეშვეობით განხორციელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ენერგეტიკულად დღეს ვართ უფრო მეტად დამოუკიდებელი, რადგან გვაქვს არჩევანი სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის სწორედ აზერბაიჯანიდან იმპორტი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ალტერნატივა.

„ამავდროულად ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს თურქეთიდან, იგივე რუსეთიდან და საჭიროების შემთხვევაში, სომხეთიდან - ეს არის ჩვენი არჩევანი და ამით ვამაყობთ. თითოეულ კონკრეტულ მომენტსა და პერიოდში ვხელმძღვანელობთ ძირითადი პრინციპით, თუ რა სჭირდება ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას უსაფრთხოებისთვის, ჩვენს მოსახლეობას იმისთვის, რომ ხელისაწვდომი ტარიფები შევინარჩუნოთ. ამით ჩვენ ვართ ენერგეტიკულად უფრო დამოუკიდებლები და იმპორტის ღირბულებაც, წლების მანძილზე მცირდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა