20.მარტი .2020 20:10

"დღეს ისეთი ტიპის კრიზისთან ვართ ახლოს, რაც შეიძლება ას წელიწადში ერთხელ ხდებოდეს"

views 360
უკან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიმდინარე პერიოდში ლარის გაუფასურების მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს განმარტავს.

"მოგეხსენებათ, ლარის კურსი ყოველთვის იყო და ასახავდა ქვეყანში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, სპეკულაციები შეიძლება იყოს მოკლე ვადაში, მაგრამ გრძელ ვადაში ასახავს იმ ეკონომიკურ მოვლენებს, რაც ქვეყანაშია და შესაბამისად, დღესაც ამის ანარეკლია, ამიტომ აქ ცალკე განყენებული ლარის კურსის მართვის და მოწესრიგების ღონისძიებები არ არსებობს. აქ მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, ეკონომიკა რამდენად სწრაფად დაუბრუნდება ჩვეულ განვითარებას, რაც ლარის კურსსაც წაადგება, თუმცა რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ამას ბატონო კობა გვენეტაძე დეტალურად ისაუბრებს, თუმცა ამ შემთხვევაში ლარის კურსზე საუბარი განყენებულად იმ ეკონომიკური პროცესებისა, რაც გლობალურად მიმდინარეობს, არ შეიძლება.

მესმის, რომ ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ დღეს ვართ ისეთი ტიპის კრიზისთან ახლოს და ისეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშეა გლობალურად მთელი მსოფლიო, რაც შეიძლება ას წელიწადში ერთხელ ხდებოდეს, შესაბამისად ახლა გვმართებს, რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ გამოსავალი და გასაღები ამისა არის ეპიდემიის ლოკალიზებაში, რომ ეკონომიკამ ხელახლა იფუნქციონიროს", – განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა