მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს კიდევ ერთხელ მოგვატყუეს და გადაგვაგდეს” - კლუბი "მტკვარზე"

61c2fd2656173
მარიამ ვარადაშვილი
22.12.21 14:33
853
“დღეს კიდევ ერთხელ მოგვატყუეს და გადაგვაგდეს!!!” - ასე ეხმაურება კლუბის "მტკვარზე" ერთ-ერთი დამფუძნებლი ქეთა გაბუნია მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ კლუბები არ გაიხსნება.

როგორც გაბუნია Facebook-ზე წერს, საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლები ელოდებოდნენ, რომ მათი საკითხი დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდებოდა.

“18-ში დაგეგმილი ღონისძიებები გადაგვადებინეს და დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე უნდა მიგვეღო კლუბების გახსნის გადაწყვეტილებაზე თანხმობა!!!

ამ წამს ვუსმინეთ, როგორ სამარცხვინოდ მოგვატყუეს, უკვე მერამდენედ და დაგვტოვეს სრულიად გადაკოტრებულები.
სივრცეები, სადაც გაცილებით მეტად გვაქვს დაცული უსაფრთხოება, დაგვტოვეს ისევ დაკეტილები, მაშინ როცა თვითონ ორბელიანის მოედნებზე და ა.შ. საახალწლო კონცერტებს და ბაზრობებს მართავენ, ყველანაირი კონტროლის გარეშე!!!
ამას არ შეგარჩენთ!!!”, - წერს გაბუნია Facebook-ზე.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამის მიზეზად ის ვირუსის ახალ შტამას ასახელებს.

“როგორც მოგეხსენებათ საქართველოში ომიკრონის შტამი უკვე დაფიქსირდა. რამდენიმე შემთხვევაზე კვლევა კიდევ მიმდინარეობს და იმის პოტენციალი რომ ჩვენთანაც გავრცელდეს, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებით ლიბერალიზაცია დღეს არ არის. ანუ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია”, - აცხადებს გიორგი  ღიბრაძე.