ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა. ცვლილება საქართველოს მთავრობის "ტყით სარგებლობის წესის შესახებ’’ 221-ე დებულებაში შევიდა. 1 წლის განმავლობაში 1 სკის გადასახდელი სიმბოლური 1 ლარი იქნება.
აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზეზად დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირება სახელდება. ამასთან, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ.
მიუხედავად იმისა, რომ სკაზე 1 ლარის გადახდა დაუძლეველი ხარჯი არ არის, მეფუტკრეები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სექტორს არა დამატებითი ხარჯის გაწევა, არამედ დახმარება სჭირდება.
შპს „დესპანის“ დამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს თანხა მიუვალ ადგილებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.
„ვისაც დიდი რაოდენობით ფუტკარი ჰყავს მისთვის ეს დიდი თანხაა, დამატებითი გადასახადი არასდროს არის მისასალმებელი, თუმცა მთავარია რატომ წესდება. თუ იმიტომ რომ ბუნებისგან ვიღებთ სარგებელს მაშინ ასე გეტყვით, რომ ჩვენ უფრო დიდ სარგებელს ვაძლევთ ბუნებას, ბიომრავალფეროვნებას, მგონი ფუტკრისგან და მეფუტკრეებისგან უკუსარგებელი უფრო დიდია.
უნდა ვიცოდეთ რა მიზანს მოხმარდება ეს თანხა, მოეწყობა თუ არა სამთაბარო მარშრუტები, ინფრასტრუქტურა, რათა მიუვალ ადგილებში მეფუტკრემ შეძლოს ფუტკრის მიყვანა და მიიღოს ალპური თაფლი, რომელიც ასეთი ძვირფასია.
ზოგადად გადასახადების წინააღმდეგი არ ვარ, ამაზე დგას სახელმწიფო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს მეფუტკრეობის დარგი ისეთი განვითარებულია, რომ ის უნდა დაიბეგროს. მგონი ამ ეტაპზე ჯობია მივეხმაროთ მეფუტკრეებს, დავაყენოთ ფეხზე, არა მარტო თაფლის, არამედ სხვა უფრო ძვირფასი პროდუქტების წარმოება განვავითაროთ, ცნობადობა გავზარდოთ, გამართულ მეფუტკრეს არაფერი აღარ გაუჭირდება და ერთ ლარსაც გადაიხდის და ათსაც.“ - განაცხადა BM.GE-თან ვლადიმერ ვარდოსანიძემ.
ცნობისთვის, ვარდოსანიძის კომპანია ამ ეტაპზე ფუტკრის რძეს აწარმოებს. გასულ წელს შპს „დესპანმა“ 42 კგ რძე აწარმოა, 1 გრამის ღირებულება 3 ლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი