მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს, მსოფლიოში არ არსებობს მეთოდი, რომელიც კიბერდამნაშავეების სრულად იდენტიფიცირებას ახდენს"

601a7cd46eb63
ლიკა გურაბანიძე
03.02.21 23:00
619
“2020 წელი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის ფიშინგის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ წლად არის აღიარებული.” - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც ძნელაძე აღნიშნა, კრიზისმა არა მხოლოდ ქვეყნების ეკონომიკის და ბიზნესების, არამედ კიბერთაღლითების ცხოვრების წესიც შეცვალა.

“თუ ადრე ნაკლებად სავარაუდო იყო გათვითცნობიერებული მომხმარებლისთვის ამ ხაფანგში აღმოჩენა, დღეს ეს ბევრად უფრო მარტივი ხდება.

ერთ-ერთი გავრცელებული შემოტევა, რაც უკანასკნელ პერიოდში გვაქვს არის ის, რომ თუ საძიებო სისტემაში ვეძებთ ჩვენი მომსახურე ბანკის ან ინტერნეტ ბანკის ვებ-გვერდს, ვარდება მიმსგავსებული ვებ-გვერდი, სადაც მხოლოდ რამდენიმე ასოა განსხვავებული და იგივე ფოტო ადევს.

ამისგან თავი რომ დავიცვათ მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტ ბანკის ვებ-გვერდზე ბმულებით არ გადავიდეთ და აღნიშნული მისამართი ჩვენ შევიყვანოთ, ხოლო თუ ბმულით გადავალთ, უნდა შევამოწმოთ სწორ ბმულზე ვართ თუ არა.

ვმუშაობთ იმაზე, რომ ცნობიერების ამაღლება და ციფრულ სამყაროში მინიმალური უსაფრთხოების ჰიგიენა ყველასთვის საჯარო გავხადოთ. გასულ წელს სატელეკომუნიკაციო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის ინფორმაციების გაცვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, მათ შორის მარეგულირებლები იყვნენ ჩართულები", - განაცხადა ძნელაძემ.

მისივე თქმით, მათ კომუნიკაცია შსს-სთან მუდმივად აქვთ, რადგან მათთან კიბერდანაშაულის ახალ მეთოდებზე ინფორმაცია მუდმივად გროვდება. მანვე დასძინა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრევენცია და არა ძიება, რადგან დღეს მსოფლიოში არ არსებობს მეთოდი, რომელიც კიბერდამნაშავეების სრულად იდენტიფიცირებას ახდენს.