მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს მთავრობის წინაშე ძირითადი გამოწვევა ახალი სამუშაო ადგილებია", - გახარია

5e315f970fd95
ინგა მურუსიძე
29.01.20 15:30
938
სწორედ ასეთი, უკვე ძლიერი, მყარად ფეხზე მდგომი ბიზნესი არის ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური განვითარების, რომელზეც სახელმწიფოს შეეძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გადაანაწილოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა ყოველწლიური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რაც შეეხება ეკონომიკურ განზომილებას და სამუშაო ადგილების კომპონენტს, დღეს საქართველოს მთავრობის წინაშე ძირითადი გამოწვევა არის ახალი სამუშაო ადგილები და ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ის გამოწვევაა, რომელსაც საქართველოს მთავრობას წლების განმავლობაში ბევრი მუშაობა მოუწევს.

ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებული გვაქვს ღია და გამჭვირვალე პრინციპები, რომლის ძირითადი არსი არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ახალი სამუშაო ადგილების ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ კერძო ბიზნესი. სწორედ ასეთი - უკვე ძლიერი, მყარად ფეხზე მდგომი ბიზნესი არის ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური განვითარების, რომელზეც სახელმწიფოს შეეძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გადაანაწილოს სოციალური პასუხისმგებლობა. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელზეც ჩვენ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მივდივართ", - განაცხადა გახარიამ.