31.ივლისი .2021 09:00

"დღეს, პროგრამა "იმუშავე საქართველოდან" წარმატებული აღარ არის" - INN GROUP

"დღეს, პროგრამა "იმუშავე საქართველოდან" წარმატებული აღარ არის" - INN GROUP
views 597
უკან

2020 წლის 27 აგვისტოდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროგრამა “იმუშავე საქართველოდან” პროგრამა აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში დისტანციურად მუშაობის უფლება 95 ქვეყნის მოქალაქეებს მიეცა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურდა 2276 ადამიანის აპლიკაცია, ხოლო უარი ეთქვა 481 აპლიკანტს. პროგრამის ფარგლებში საქართველოში ამ დრომდე შემოსულია 1112 პირი.

ერთია, რომ პროგრამამ ლოქდაუნის დროს ასე თუ ისე იმუშავა, თუმცა უკვე მეორეა ის, თუ როგორია “იმუშავე საქართველოდან” შეთავაზების მომავალი? იმუშავებს თუ არა პროგრამა კონკრეტული სასტუმროების შემთხვევაში ისეთივე წარმატებით წელს, როგორც შარშან? ეს კითხვები BM.GE-იმ ტურიზმის სექტორის იმ წარმომადგენლებს დაუსვა, რომლებიც გასულ წელს პროგრამაში “იმუშავე საქართველოდან” ჩაერთნენ.

Inn Group-ია, აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია დადებითაც აფასებს პროგრამას, თუმცა "იმუშავე საქართველოში", როგორც ცალკეული პროგრამის მომავალს ვერ ხედავს. მისი თქმით, დაინტერესება საქართველოს მიმართ პროგრამის საწყისში იმიტომ იყო, რადგან ქვეყანა მწვანე ზონის სტატუსს ატარებდა, თუმცა დღეს როცა ბუნდოვანია ქვეყანაში მწვანე ქვეყნის სტატუსის დაბრუნების ალბათობა, მისი თქმით, მოთხოვნა ამ მიმართულებით ქვეყანაზე არ იქნება.

“ამ პროგრამით ჩამოსული ადამიანების 70% ჩვენს სასტუმროში მოვიდა სტუმრად. შესაბამისად, ჩვენთვის ეს კარგი პროგრამა იყო. თუმცა აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი ის რომ ქვეყანაში ადამიანებს დისტანციურად ჩამოსვლა და მუშაობა იმიტომ უნდოდა, რომ ქვეყანა მწვანე ზონის სტატუსს ატარებდა, ამიტომ ჩვენ ძალიან მიმზიდველი ქვეყანა ვიყავით. სამწუხაროდ, ეს სტატუსი ჩვენ კიდევ დიდი ხანი არ გვექნება, ამიტომ ვფიქრობ, საქართველოზე მოთხოვნა ისეთი მაღალი აღარ იქნება, როგორც შარშან იყო. შესაბამისად, რამდენად წარმატებული იქნება ეს პროგრამა დღეს, გეტყვით რომ არ იქნება. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ სწორი იქნება თუ ჩვენ თუ გავაგრძელებთ ტურიზმზე მუშაობას და მის აღდგენას.“-აცხადებს ერეკლე კოკაია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა