მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს თავისუფალი ნომერი აღარ გვაქვს, მაგრამ არც პანდემიის დროს გავჩერებულვართ" - Cronpalace

60c59c4debd37
BM.GE
13.06.21 18:30
1794
„კრონ პალასისა“ და „ადამოს“ მმართველი მაია მახათაძე გადაცემა „ქალების ნარატივში“ საუბრობს, თუ როგორ გაუმკლავდნენ დედაქალაქში მდებარე სასტუმროები პანდემიას. მისი თქმით, ამ პერიოდში სასტუმროებმა კვების მიმართულება მაქსიმალურად დახვეწეს, რადგან რესტორნების დაკეტვის გამო ტურისტები არჩევანს სწორედ სასტუმროს კვებაზე აკეთებდნენ. 

„ჩვენ დედაქალაქში მდებარე სასტუმრო ვართ, რაც რეგიონებისგან მკვეთრად გამოგვარჩევს იმით, რომ ჩვენთან ადგილობრივი დამსვენებლები არ არიან. ორიენტირებულები მხოლოდ საერთაშორისო სტუმრებზე ვართ. როგორც კი ცა გაიხსნა, ეს დედაქალაქის სასტუმროებზე პირდაპირ აისახა.

დღეს თავისუფალი ნომერი აღარ გვაქვს, მაგრამ არც პანდემიის განმვალობაში გავჩერებულვართ. პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ ძალიან კარგად გამოვიყენეთ. ბიზნესმენმა, რომელსაც სასტუმროს ლამაზი ნომრიდან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა, მოგზაურობა კარგან გამოიყენა. ვიტყოდი, რომ ადაპტირება კარგად შევძელით“ - ამბობს მაია მახათაძე.