ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ბრენდირებულ და არაბრენდირებულ საცალო ქსელებში საწვავი საშუალოდ 30-დან 50 თეთრის ფარგლებში გაძვირდა, რაც ძირითადად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ განაპირობა.
რა გავლენა ექნება გაუფასურებულ ლარის კურსს საწვავზე, ამის შესახებ "საქმის კურსთან" "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ ისაუბრა.
„ლარის კურსს ყოველდღიურად ვაკვირდებით. როცა პროდუქციის იმპორტს აკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსი. ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ძალიან საზიანოა იმპორტირებული პროდუქციისთვის. ყველაფრის მიუხედავად, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტაბილურობას და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ფასები ბაზარზე, თუმცა ბოლო დღეებში არსებულ გაცვლით კურსს ვერ უგულებელვყოფთ.
სექტემბერში პროდუქტები განბაჟებული იყო 3,07-ზე, დღეს უფრო მძიმე სურათი გვაქვს და ეს ნიშნული აცდა 3,25-ს. ბუნებრივია, რომ ახალი განბაჟებული პროდუქცია იქნება გაზრდილი ფასით და საცალო ქსელშიც იქნება მომატებული პირობებით. მაქსიმალურად ვცდილობთ საცალო ქსელებში პროდუქტზე ფასები შევინარჩუნოთ, თუმცა ამავე დროს ვხედავთ, რომ ეს არ არის ორდღიანი ამოვარდნილი საცალო კურსი. ვარდნა უკვე ორი კვირაა გრძელდება, რაც ალბათ აისახება ნავთობპროდუქტების ფასებზე“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.
„ვისოლის“ ქსელში „ეკო სუპერი“ 2.38 ლარი ღირს; „ეკო პრემიუმი“ – 2.23 ლარი; „ევრო რეგულარი“ – 2,08 ლარი; „ეკო დიზელი“ – 2.25 ლარი; „ევრო დიზელი“ კი 2.20 ლარი.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის