მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს ვისაც მოუნდება, ყველა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარეა"

5ed28288be64d
სალომე მეცხვარიშვილი
30.05.20 20:30
1545
დღეს ვისაც მოუნდება, ყველა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარეა,- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გიორგი ისაკაძის გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა. 

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ წლების წინ საქართველოში ერთადერთი ბიზნესასოაციაცია “გადამხდელთა კავშირი” იყო, რომელიც მთელ ბიზნესს აერთიანებდა და სერიოზულ როლს თამაშობდა მათ შორის სახელმწიფოებრივი გადაწყევტილებების მიღებაშიც.

“ახლა როგორ არის? ახლა ბევრი ორგანიზაციაა; ვისაც არ მოუნდება, ყველა ბიზნესასოციაციის თავმდჯომარეა. წარმოვიდგინე “გადამხდელთა კავშირი” რომ გაგრძელებულიყო თავისი წევრებით დღესაც, რამხელა გავლენას მოახენდა გინდა მომავალში თუ კოალიციური მთავრობა იქნება - ამ შემადგენლობის ჩამოყალიბებაში, რამხელა გავლენა ექნებოდა ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს წყდება ბიზნესის გარეშე”,- ამბობს ის.

მისივე თქმით, დღეს ბევრი ახალგაზრდა არსებობს, რომელიც ეკონომიკურ საკითხებში კარგად ერკვევა. ბიზნესმენი ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ირაკლი ყიფიანს გამოყოფს.

“აი, ირაკლი ყიფიანი კარგი ბიჭია. კიდევ არიან უამრავი ეკონომისტები, რომლებიც უფრო მაგარი მცოდნეები არიან ვიდრე ძველი პროფესორები, რომლებიც წიგნებს წერდნენ და მათ არავინ კითხულობდა. დისერტაციებს იცავდნენ, აკადემიკოსები ხდებოდნენ; არავის აინტერესებს ისინი, რადგან მთელი მაგათი შემოქმედება აგებულია მლიქვნელობაზე და ეკონომიკა და მლიქვნელობა, ერთად ვერ ცეკვავენ”,- აცხადებს ბიზნესმენი.