მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ" - პრეზიდენტი

5f9d388ca3573
ინგა მურუსიძე
31.10.20 08:48
645
"დღეს ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მან მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საარჩევნო უბნებზე ყველანაირი უსაფრთხოების ნორმა დაცულია.

"მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე ხმა მივეცი ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას - თავისუფლად და წყნარად. ჩვენ დღეს ხმას ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ - ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ამისთვის.

დღევანდელი არჩევნები ტარდება რთულ პირობებში, ეს არის პანდემია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველას მინდა მოვუწოდო ძალიან მშვიდად მივიდეს არჩევნებზე. დაცულია ყველაფერი იმისთვის, რომ მოხვიდეთ და შეძლოთ ხმის მიცემა. დაიცავით დისტანცია და მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად, მშვიდობიანად ჩატარდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.