მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღგ-ს მენეჯმენტი მიუახლოვდება ევროკავშირის პრინციპებს" - რა ცვლილებაზე მუშაობს მთავრობა

5e3bb09da017d
ინგა მურუსიძე
06.02.20 10:23
2433
მოხდება დამატებული ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებაზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს.

„ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას და ეს იქნება დამატებული ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოგვიდგენს ფინანსთა სამინისტრო და მისი მიზანი გახლავთ ის, რომ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში ქართულ ბიზნესს, რომ ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს და უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციოელოს ის შესაძლებლობები კომპანიისთვის და ეკონომიკისთვის, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან“, - განაცხადა გახარიამ.