05.სექტემბერი .2019 16:40

"დღის წესრიგში დგას ინდოეთთან და დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება"

views 174
უკან

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა პარლამენტში ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს, სადაც ის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით ეკონომიკურად სტრატეგიულ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების შესახებ მოლაპარაკებების შესახებ.


“საქართველო არის ლიდერი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. საქართველოში წარმოებულ პროდუქციას მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე აქვს წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში, ჯამში ეს არის 2.3 მლრდ მომხმარებელი.

საგარეო ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურ მუშაობას აგრძელებს, მათ შორის, ამ ეტაპზე დღის წესრიგში დგას ინდოეთთან და ბრექსითიდან გამომდინარე დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ყურეს არაბულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით და რაც ჩვენთვის ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ-ს და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების და გაფართოების მიზნით აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ექსპერტთა დონეზე ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე დიალოგის შემდეგი გაღრმავების მიზნით კონსულტაციები მიმდინარეობს“ - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა