მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიახ, ინფლაცია სხვა ქვეყნებშიც არის, მაგრამ იქ მოსახლეობას 3–4–ჯერ მეტი შემოსავალი აქვს"

6242e482d75b7
სალომე მეცხვარიშვილი
29.03.22 14:48
1168
პარლამენტარი, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი ეხმაურება საქართველოს პრემიერისა და “ქართული ოცნების” წევრების განცხადებებს ინფლაციასთან და საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ფასები ნამდვილად იზრდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ იქ მოსახლეობას მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ნაკლები გავლენა აქვს მათზე.

“დღესაც მოვისმინეთ, რომ თურმე ფასების ზრდა ყველგან ხდება და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ.

კი, ბევრ ევროპულ სახელმწფოშიც იზრდება ინფლაცია, მაგ: ლიეტუვაში არის თითქმის 17%, ესტონეთში – 12%, ჩეხეთში – 10%, ბულგარეთში 9%.

მაგრამ ერთი რამ გრჩებათ ხოლმე, როცა ამას არგუმენტად მოიყვანთ, რომ ამ ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით 3–4–5–ჯერ მეტი შემოსავლები აქვთ ადამიანებს და მათთვის 10–15%–იანი ფასების გაძვირება, ნაკლებად პრობლემურია, ვიდრე ჩვენი ღატაკი მოსახლეობისთვის”,– აცხადებს ლილუაშვილი.

მსოფლიოს 99 ქვეყანაში ბენზინი არის უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი