06.მარტი .2020 22:20

"დიდი ალბათობით იმპორტიორებზე და ექსპორტიორებზე ვირუსს გავლენა ექნება" - ფინანსისტი

views 474
უკან

კორონავირუსი და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - ამ საკითხზე BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, გავლენა იქნება მნიშვნელოვანი და მთავრობას ამ ეტაპზე მეტის გაკეთება არ შეუძლია:

„კვლავ იმდენად სწრაფად იცვლება მიმდინარე სიტუაცია, გარდა იმისა, რომ თვალი შეიძლება ვადევნოთ კორონავირუსის სტატისტიკას და ნერვები ვიშალოთ, კონკრეტული ნაბიჯები არის პროფილაქტიკა, ჰიგიენური ნორმების დაცვა, რა თქმა უნდა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სიმპტომების შემთხვევაში თავის შეკავება ხალხში გასვლისგან“, - განაცხადა რევიშვილმა.

ფინანსისტმა აღნიშნა, რომ სწორი ნაბიჯია ეკონომიკის მინისტრის მიერ ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრა, თუმცა, მისივე თქმით, „კონკრეტული ნაბიჯები მგონი ჯერ ნაადრევია, მთავრობა უნდა იყოს კონცენტრირებული პრევენციაზე და რა თქმა უნდა, პროფილაქტიკაზე“.

ფინანსისტმა ასევე განაცხადა, რომ ის ჯერ კრიზისს ვერ ხედავს, მაგრამ ანტიკრიზისულ გეგმაზე ფიქრი უკვე უნდა დავიწყოთ.

მისივე თქმით, ტურიზმის სექტორის დასახმარებლად, ალბათ დრო არის, რომ საგადასახადო შეღავათები ან მორატორიუმი ამოქმედდეს.

„დანარჩენ სექტორებს რაც შეეხება, ალბათ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ ის, რომ დიდი ალბათობით მცირე გავლენა იმპორტიორებზე და ექსპორტიორებზე ვირუსს ექნება“, - აღნიშნა ვასილ რევიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა