31.ივლისი .2021 11:18

"დიდი ბრენდები უარს ამბობენ აქ ჩამოსვლაზე, ეს ძალიან ცუდია" - სოფო ჭყონია

"დიდი ბრენდები უარს ამბობენ აქ ჩამოსვლაზე, ეს ძალიან ცუდია" - სოფო ჭყონია
views 1501
უკან

ცნობილმა მოდის სახლმა ჰომოფობიური განწყობების გამო სვანეთში გადაღება გააუქმა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა სოფო ჭყონიამ გუშინ დაწერა. დღეს კი „ტვ პირველთან“ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ პროექტზე მოლაპარაკებები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროექტის ფარგლებში მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება სვანეთში. გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო.

„საქართველო, როგორც ერთ-ერთი ლოკაცია, მათ მე პანდემიის დაწყებამდე შევთავაზე. დიდი იმედი მქონდა, რომ ეს გადაღება საქართველოში შედგებოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სარეკლამო კამპანია იყო, მოიაზრებოდა როგორც ვიდეო, ასევე ფოტოგადაღება.

მათ შეარჩიეს ერთ-ერთ ლოკაციად სვანეთი, თუმცა, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, მთელმა მსოფლიო გააშუქა რა ხდებოდა საქართველოში, მათაც მიუვიდათ ეს ინფორმაცია, ამიტომაც უბრალოდ გააუქმეს და გადაიტანეს სხვა ქვეყანაში. ეს ძალიან ცუდია, ჩვენ ხომ სულ ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ, რომ ევროპისკენ მიდის ქვეყანა და როდესაც ქვეყნის იმიჯი ასე შეილახება, ასეთი დიდი ბრენდები უარს ამბობენ ჩამოსვლაზე, სამწუხაროა ძალიან“, - აღნიშნა სოფო ჭყონიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა