"დიდი ოცეულის" სამიტი დაიწყო. 19 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის და ასევე ევროკავშირის ლიდერები ინდონეზიაში, კერძოდ, კუნძულ ბალიზე შეიკრიბნენ, სადაც გლობალური ეკონომიკის საკითებზე იმსჯელებენ. ყოველ წელს შეხვედრას "დიდი ოცეულის" წევრი ერთი ქვეყანა თავმჯდომარეობს და მის დღის წესრიგსაც განსაზღვრავს. წელს, თავმჯდომარე ინდონეზიაა, რომელზეც ლიდერები გლობალური ჯანდაცვის ზომებსა და პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, წელს დისკუსიების დიდი ნაწილი ამ საკითხსაც დაეთმობა.
ამასთან, სამიტის ფარგლებში, ორმხრივ მოლაპარაკებებს ბევრი ლიდერი გამართავს.
ცნობისთვის, "დიდ ოცეულში" შემავალი ქვეყნებია თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი და რუსეთი, ასევე, ევროკავშირი, როგორც ბლოკი.
"დიდი ოცეულის" წლევანდელ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება, მის მაგივრად რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრება. ლავროვზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც მოგვიანებით რუსეთის მთავრობამ უარყო.
ცნობისთვის, "დიდი ოცეულის" წევრებზე მსოფლიო ეკონომიკის 85%, ხოლო მსოფლიო ვაჭრობის 75% მოდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი