მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი ქორწილები კვლავ ტარდება, რაც ძალიან ცუდია" - მარინა ეზუგბაია

5f646f06eb131
ინგა მურუსიძე
18.09.20 12:33
917
ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე, კვლავ ტარდება, რაც ძალიან ცუდია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ექიმის თქმით, თუ საზოგადოება რეგულაციებს შეასრულებს, თავყრილობების შემცირებით და ნორმების გათვალისწინებით, მონაცემები დასტაბილურდება, ხოლო შემდეგ მოყვება ახალი შემთხვევების შემცირება და დაღმართი.

„2-3 დღეა, თითქმის სტაბილური მონაცემებია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ PCR დიაგნოსტიკა მკვეთრად გაზრდილია. მაგრამ როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე, კვლავ, ტარდება, ეს ძალიან ცუდია. თავი უნდა შევიკავოთ, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა ვეცადოთ, დიდ თავყრილობებს თავი მოვარიდოთ, რათა დაავადება არ გავრცელდეს. მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ოჯახებს, საკუთარ თავს, მეგობრებს. დავიცვათ ერთმანეთი“, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.