მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიო": თითქოს უნდა ვმუშაობდეთ და შემოსავლები იზრდებოდეს, მაგრამ უკუჩვენებაა

5f5b5e5ccde73
ლიკა გურაბანიძე
11.09.20 18:10
812

“რა თქმა უნდა, დახმარება დაგვიანებული და არასაკმარისი იყო,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის კომენტირებისას “დიო”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა განაცხადა.

როგორც დაუშვილი აღნიშნავს, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, სწორი იყო, მაგრამ თუკი მოხდება ისე, რომ შეზღუდვებმა შედეგი არ გამოიღო, შესაძლო შეცდომების დაშვებაზე ფიქრი შესაძლებელია.

“მთავარი პრობლემა პანდემიის პირობებში არის ის, რომ ჩვენმა მთავრობამ აირჩია გზა, შეზღუდვები მაქსიმალურად დროული ყოფილიყო, თუნდაც ეკონომიკის დაზარალების ხარჯზე; როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი არ იყო. ასევე, ამ დროს აქცენტი მაქსიმალურად ჰოსპიტალური სექტორის მომზადებაზე უნდა ყოფილიყო.

არ ვიცი, ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი რამდენად მზად არის, თუმცა იყო ინფორმაცია, რომ ინფექციურ საავადმყოფოს გარკვეული პრობლემები ჰქონდა", განაცხადა დაუშვილმა.

მისივე განმარტებით, ბიზნესებს ამჟამინდელი ოპერირების გამო გარკვეული სახის დანაშაულის შეგრძნებაც კი აქვთ.

“დანაშაულის შეგრძნება გვაქვს, რომ ვაქტიურობთ, რადგან რისკები მაღალია. ასეთი წინააღმდეგობრივი სიტუაციაა, თითქოს უნდა ვმუშაობდეთ და შემოსავლები იზრდებოდეს, ასევე, ბიზნესი უნდა ვითარდებოდეს და ამ დროს პანდემიის ზრდით უკუჩვენებაა. ძალიან დაბნეულები ვართ. ხან არის საუბარი, რომ არაფერი გვემუქრება, ხან საუბრობენ, რომ შემთხვევები მოიმატებს, ერთი ტიპის მესიჯები არ არის. ვფიქრობ, ეს ალბათ გამოწვეულია იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და აბსოლუტურად ყველა მესიჯი მიმართულია იქით, თუ რა შედეგი მოჰყვება ამას მოსახლეობაში",  - აღნიშნა დაუშვილმა.