ბიზნესისთვის საკმაოდ მძიმე წელი იყო, - ამის შესახებ კომპანია „დიოს“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
როგორც დაუშვილი ამბობს, ეკონომიკური ვარდნა ციფრებში არ ჩანს, მაგრამ კომპანიებს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
„ყველას ერთობლივი აზრია, რომ საკმაოდ მძიმე წელი იყო ბიზნესისთვის და ჩვენი კომპანიისთვისაც, მათ შორის. კომპანიის არსებობის 23 წლის განმავლობაში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი - ეს იყო 2008-2009 წელი, როცა იყო ეკონომიკური ვარდნა, იყო ასევე 2013 წელი, როცა მოხდა ეკონომიკური ვარდნა, რაც ჩვენს კომპანიას შეეხო და იყო წლევანდელი წელი, როცა ციფრებში არ არის ეკონომიკური ვარდნა, თუმცა კომპანიებს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნათ“, - განაცხადა დაუშვილმა.
მისივე თქმით, განვითარების ამ ატაპზე საქართველოსთვის ნებისმიერი ეკონომიკური ჩავარდნა ორმაგად უფრო ძვირი ჯდება.
„არსებობს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები. ვფიქრობ, 2013 წლის ჩავარდნამ თავისი დაღი დაგვასვა და საბოლოო ჯამში, ამას ვიმკით ახლა. 2013 წელს მოჰყვა სხვა კრიზისები, რეგიონში კრიზისი, ლარის გაუფასურება, ლარიზაცია და თითქოს მოჭარბებული კრედიტები, რეგულაციები. ალბათ მთავრობიდან არავინ ელოდა, რომ პოლიტიკური პროცესები ასე დაიძაბებოდა. ვფიქრობ, მთავრობა ყოველთვის უნდა იყოს მზად ასეთი განვითარებებისთვის. ციფრებს რაც შეეხება, ჩვენი კომპანია ამ მხრივ გაიზარდა ლარში, მაგრამ რაც შეეხება რეალიზებულ პროდუქციას, ნაკლებია და შესაბამისად, დოლარში არის კლება. ეს არის პარადოქსი. თითქოს უნდა ვიყოთ კმაყოფილი, მაგრამ თუ ყველაფერს დოლარში გადავიყვანთ, მაშინ გვაქვს კლება. ჩვენ ვართ იმპორტის ქვეყანა, იმპორტი კორექტირდა, შემცირდა, საგადამხდელო ბალანსი შეიძლება გაუმჯობესდა, მაგრამ როცა იმპორტი მცირდება, ეს იწვევს შემცირებას, თუმცა რა ფენომენთან გვაქავს საქმე, როცა გვაქვს 4-5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამ ზრდის ეფექტი მცირდება, როცა ეს ადამიანის კეთილდღეობაზე არ აისახება. თითოეული ადამიანის შემოსავალი არ იზრდება, პირიქით, მცირდება“, - განაცხადა დაუშვილმა.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა