მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დისნეის" თემატურ პარკებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულოა

6102b5f4d055a
ნათია თაქთაქიშვილი
29.07.21 21:20
462
"დისნეის" თემატურ პარკებში პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში ისევ აუცილებელი გახდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის წარმომადგენლების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ახალი რეგულაციები ნიღბების გამოყენებასთან დაკავშირებით შეეხებათ ორლანდოში, ფლორიდასა და კალიფორნიაში მდებარე "დისნეის" პარკებში თანამშრომლებს და ყველა ვიზიტორს ორი წლის ზევით.

ამასთან, კომპანია აზუსტებს, რომ პირბადე უნდა გამოიყენოს ყველა ვიზიტორმა და თანამშრომელმა დახურულ სივრცეში ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად.

აშშ-ს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. აღსანიშნავია, რომ Google-ი და Facebook-ი თანამშრომლებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.