მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით დამსაქმებელმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს"

60707fcd0552b
BM.GE
09.04.21 20:21
670
მობილობის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს დამსაქმებლებს, გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დამსაქმებლებმა, ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა მიიღონ.

„აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ დამსაქმებელმა უნდა მიიღოს, ინდივიდუალურ რეჟიმში. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით, უქმე დღეებად ცხადდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.