მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დისტანციური სწავლების რეჟიმზე 7 სკოლა და 90 კლასი გადავიდა" - განათლების სამინისტრო

6163febb7b50f
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.21 13:25
2943
სკოლებსა დასწრებული სწავლება ერთი კვირაა რაც განახლდა და ამ დროისთვის, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი გადავიდა.

განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებში ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა დისტანციურ სწავლებაზე მყისიერად გადადის.

უწყება სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ვაქცინაციაში ჩართვისაკენ მოუწოდებს.

„2020-2021 სასწავლო წელს სწორედ სკოლებმა კოვიდი ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და მათი მხრიდან დაწესებული რეგულაციების შესაბამისად მართეს და საქართველოს მასშტაბით არცერთ სკოლაში შიდა გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა.

ჩვენთვის მთავარია დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა. ამისათვის, კიდევ ერთხელ ვთხოვთ სრულიად სასკოლო საზოგადოებას - მასწავლებლებს და მშობლებს, ჩაერთეთ ვაქცინაციაში. მხოლოდ მასწვლებლების აცრა არ არის საკმარისი ბავშვის ჯანმრთელობის გასაფრთხილებლად, მას ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა ჰქონდეს“, - აცხადებენ სამინისტროში.