29.მარტი.2016 10:45
საფინანსო სექტორი

"დოლარში კრედიტის მქონე კლიენტთა 13%-ს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სესხს დოლარში იღებდა"

"დოლარში კრედიტის მქონე კლიენტთა 13%-ს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სესხს დოლარში იღებდა"
Smart Campaign-ის და Bankable Frontier Associates (BFA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის („მომხმარებელთა დაცვა და მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოში“) თანახმად, გამოკითხულთა შორის, მისო-ების ამჟამინდელ კლიენტთა დაახლოებით ერთ მესამედს სესხი აშშ დოლარში აქვს აღებული. ეს მაჩვენებელი მისო-ების ყოფილ კლიენტებში ბევრად უფრო დაბალი იყო.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, აშშ დოლარში აღებული სესხის საკრედიტო ვალდებულებები უზარმაზარ სირთულეებს უქმნის კლიენტებს, თუმცა მრავალმა მათგანმა არ იცოდა, რომ სესხს დოლარში იღებდნენ. ზოგსაც სრულად არ ჰქონდა გააზრებული ამგვარ კრედიტთან დაკავშირებული რისკები. დოლარში კრედიტის მქონე კლიენტთა 13%-ს, სესხის აღებისას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სესხს აშშ დოლარში იღებდა. გარდა ამისა, გამოკითხულთა 11%-მა განაცხადა რომ გაცვლითი კურსები მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული, 9%-ის თქმით კი ეს ინფორმაცია სულაც ბუნდოვანი იყო.

თანხის აშშ დოლარში მსესხებელთა დიდ ნაწილს (18%-ს) არ ეგონა, რომ მეტის გადახდა მოუწევდა, მცირე ნაწილი კი (3%) ფიქრობდა, რომ თუ თანხას აშშ დოლარში ისესხებდა, უფრო ნაკლები ექნებოდა გადასახდელი.

"ასეთი გაუაზრებელი მიდგომა შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ ვალუტის რყევებთან დაკავშირებულ რისკსა და გაურკვევლობას. ბოლო წელს, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო, 2015 წლის იანვარში აშშ დოლარში სესხის მქონე კლიენტთა ყოველთვიური გადასახადი 2015 წლის ოქტომბრისთვის 25%-ით გაიზრდებოდა. გასაგები მიზეზების გამო, რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ დოლარში ფულის სესხების ფინანსური ეფექტი უაღრესად ნეგატიური იყო. ამასთან, რესპონდენტთა 98% აცხადებს, რომ სესხის აღებას ლარში ამჯობინებდა", - ნათქვამია კვლევაში.

23.აპრილი.2019 23:00
102

ვანო მაჭავარიანი: იპოთეკური სესხები ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას და მჯერა, ასე გაგრძელდება

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:04
71

პაპუნა ლეჟავამ “მომავლის ბანკის“ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:00
122

მაჭავარიანი - "მე რატომ უნდა გითხრათ, რა დაჯდა ვალების ჩამოწერა? ჰკითხეთ ბანკებს და ქართუს"

ვრცლად
23.აპრილი.2019 18:30
317

მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - "საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ?"

ვრცლად
23.აპრილი.2019 15:51
431

ივანე მაჭავარიანი - 60,000 ლარი მაქვს დანაზოგი და ძალიანაც წყნარად ვგრძნობ თავს

ვრცლად
23.აპრილი.2019 15:31
113

მინისტრი: "ომეგა ჯგუფს" ჭკუასთან ახლოს მყოფი არც ერთი შეთავაზება არ გაუკეთებია

ვრცლად