02.სექტემბერი .2020 11:54

"დონასთან" შემხებლობაში მყოფ ყველა პირს ტესტი უფასოდ ჩაუტარდება

views 314
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ საღამოს ბათუმში, საკონდიტრო „დონასთან“ შემხებლობაში მყოფ 600 პირს ტესტი ჩაუტარდა და შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

„ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია, გასულია თუ არა ინფექცია საკონდიტრო „დონას“ გარეთ, რადგან გუშინ საღამოს გამოცხადდა, რომ მასიურად ყოფილიყო ადამიანებისთვის მოწოდება, რომ ვინც ბოლო დღეებში იყვნენ ამ კაფეში, ჩაეტარებინათ ტესტირება. 600-მდე ტესტია აღებული ამ ეტაპზე და დღეს გვექნება პასუხები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, "დონაში" ბოლო 2 კვირის განმავლობაში ნამყოფ ადამიანებს ტესტირებას უფასოდ გაუკეთებენ.

"ყველა ადამიანს, ვისაც "დონასთან" შეხება ჰქონდა, მივმართავთ, აწარმოეთ თვითმონიტორინგი. განსაკუთრებით კრიტიკულია მე-7, მე-8 დღეები და თუკი გამოვლინდება რაიმე სიმპტომი, უნდა დარეკონ 112-ზე და აიღონ ტესტი ვირუსზე", - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის: ბათუმში, საკონდიტრო „დონას“ 22 თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა