კომპანია „მაგთიკომის“ დამფუძნებელი, გია ჯოხთაბერიძე ამბობს, რომ კომპანიაში შესულ დროებით მმართველს შესაძლოა იქ ყოფნა გაუტკბეს და პრობლემა არ მოაგვაროს. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განაცხადა, სადაც "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავდნენ.
ჯოხთაბერიძე კანონპროექტში დროებითი მმართველის კომპანიაში ყოფნის დროის განსაზღვრას ითხოვს და ინიციატივით გამოდის, კანონში ჩაიწეროს დროებითი მმართველის დანიშვნა არა უმეტეს 1 წლისა.
„იქნებ დავაკონკრეტოთ კანონი. არსებობს ადამიანური სისუსტეები და დროებით მმართველს შესაძლოა მოეწონოს კომპანიაში ყოფნა, ამიტომ არასოდეს გადაწყვიტოს ის საკითხი, რისთვისაც არის მისული. აქედან გამომდინარე, იქნებ დავაკონკრეტოთ, რომ სპეციფიური ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დროებითი მმართველი ინიშნება არა უმეტეს ერთი წლისა. შეიძლება ადამიანს გაუტკბეს მმართველობა და არასოდეს გადაწყვიტოს ის საკითხი, რისთვისაც კომპანიაში მივიდა“, - განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მაგალითად მოიყვანა კომპანია „ყაზტრანსგაზი“, სადაც სემეკმა 80 მილიონიანი დავალიანების გამო დანიშნა დროებითი მმართველი, თუმცა ვეფხვაძის თქმით, 8 წლის შემდეგ ვალი ისევ ამდენია და დროებით მმართველს არაფერი გაუკეთებია. მან ჯოხთაბერიძის ინიციატივას მხარი დაუჭირა და კახა ბექაურს მოუწოდა, კანონპროექტში დროებითი მმართველის დანიშვნის კონკრეტული ვადა განისაზღვროს.
ბიზნესის შენიშვნას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა უპასუხა, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის ვადა მოქმედი მექანიზმია, რომელსაც "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი არეგულირებს და ახლა მოქმედ კანონში არსებულ ჩანაწერზე თავიდან კანონშემოქმედება ვერ დაიწყება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის