მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დროფერი" - "მეამას" ყავა შენს ოფისში

607407844d1ee
BM.GE
12.04.21 12:12
1737
მეამა არამხოლოდ ყავის, არამედ ინოვაციებისა და ახალი იდეების ქარხანაა. იდეების, რომელიც ამარტივებს და უფრო სასიამოვნოს ხდის ყავის შეძენასა და მოხმარებას, როგორც შინ, ასევე გარეთ და საოფისე თუ კორპორატიულ სივრცეებში.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე და ინოვაცია, რომელიც მეამაში შეიქმნა, დროფერია - 100% ქართული იდეა და პროექტი.



რა არის დროფერი?

"დროფერი" სრულად ახალი ვენდინგ მანქანაა - უნიკალური და გამორჩეული დიზაინით, რომელიც მეამას სათაო ოფისის არქიტექტურის კონცეფციასა და კომპანიის ფილოსოფიას სრულად იმეორებს.

"დროფერის" მართვა თქვენი სმარტფონის საშუალებით შეგიძლიათ - ასკანერებთ QR კოდს და მეამას აპლიკაციის საშუალებით ირჩევთ სასურველ კაფსულას - დროფერის მოხმარების ინსტრუქციაც მხოლოდ ამ ორი საფეხურისგან შედგება. გადახდა კი უმარტივესად, მეამას აპლიკაციაზე მიბმული ბარათითაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დროფერის ანალოგი არ არსებობს - ეს ფაქტი კიდევ უფრო სასიხარულოა, რადგან დროფერი საქართველოში, მეამას ინჟინრების მიერ შეიქმნა. მეამა გარკვეულწილად თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბიც არის, რადგან ახალგაზრდა ინჟინრები სხვადასხვა ინოვაციური მოწყობილობების შექმნაზე მუშაობენ - დროფერი კი მათი ერთ-ერთი პირველი ქმნილებაა.

რატომ დროფერი?

"დროფერს" ბევრი ისეთი უპირატესობა აქვს, რაც თქვენს საოფისე თუ კორპორატიულ სივრცეებში ყავის შეძენასა და მოხმარებას უფრო კომფორტულს გახდის, არომატულ ყავას თქვენი სამუშაო ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქცევს და თან თქვენი ოფისის ინტერიერსაც იდეალურად მოერგება - კიდევ უფრო გაათანამედროვეებს და დახვეწავს მას. ყავის არჩევანი მრავალფეროვანია, ევროპულ ფორმატში 6 კაფსულაა ხელმისაწვდომი - უკოფეინოდან ყველაზე ინტესნიურ 08 კაფსულამდე, ხოლო ამერიკულ ფორმატში 11 გემოა, მათ შორის 5 არომატი - ტყის თხილი, ვანილი, კარამელი, მთის ჟოლო და მაკაპუნო ქოქოსი. ეს ის უნიკალური გემოებია, რომელიც შენს საოფისე სივრცეში ყავის მოხმარებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

"დროფერში" განთავსებულია 6 დოლურა, რომელშიც მეამას სხვადასხვა სახეობის კაფსულებია წარმოდგენილი, თუ რომელი 6 გემო იქნება განთავსებული თქვენს დროფერში, თქვენ თვითონ აირჩევთ. კაფსულების შეცვლა კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.



გარდა მოხმარების სიმარტივისა და გამორჩეული დიზაინისა, დროფერი ენერგო ეფექტური და ეკო მეგობრულია - სჭირდება მინიმალური რაოდენობის ელექტრო ენერგია.

ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრას და კაფსულების მარაგის შევსებას მეამა უზრუნველყოფს.

არომატიული ყავის ინოვაციური კუთხე, დროფერი საუკეთესო შეთავაზებაა ბიზნესისთვის - თქვენ დღესვე შეგიძლიათ უსასყიდლოდ მოითხოვოთ დროფერის დადგმა თქვენს ოფისში - გახადოთ არომატული ყავა მარტივად ხელმისაწვდომი, თქვენი ოფისის ინტერიერი კი უფრო გამორჩეული.

ამისთვის კი “მეამას” ვებგვერდზე https://meama.ge/ka/order-dropper, ცხელ ხაზზე: *0808 ან კომპანიის ბრენდულ სივრცეში უნდა დააფიქსიროთ მოთხოვნა.

მოითხოვე "დროფერი" ახლავე.
(R)