13.მაისი .2020 20:00

"დროშია გაჭიანურებული გრგ-ს კორექტირება"- რა ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნას სთხოვენ მერიას?

views 371
უკან

თბილისის მერია დეველოპერებისთვის ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაზე მუშაობს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის ბოლო სხდომაზე დააანონსა. დეტალები უცნობია, თუმცა, მუნიციპალიტეტის მთავრობაში ამბობენ, რომ ცვლილებები გადაწყვეტილების მიღების პროცესს დააჩქარებს. ამასთან, ცნობილია, რომ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულება ეტაპობრივად მოეხსნებათ.

აღნიშნული ცვლილება სამშენებლო კომპანია “ბალავარის” ფინანსური დირექტორ ლევან მაღრაძეს მოსწონს , თუმცა, ამბობს, რომ არსებობს სხვა ბიუროკრატიული ბარიერებიც, რომელიც ბიზნესს ძალიან აზიანებს.

“დროშია გაჭიანურებული გრგ-ს კორექტირება. თუ გრგ-ს კორექტირებას სჭირდებოდა ერთი თვე, თვენახევარი, დღეს სჭირდება მინიმუმ 1 წელი, რაც დროში აზარალებს ყველა კომპანიას, რადგან მათ აქვთ ზედმეტი ხარჯები გაწეული. ვისაც მიწა აქვს ნაყიდი და ემზადებოდა მშენებლობისთვის, ფიქრობდნენ, რომ მიწაში გადაიხდნენ 300 ათას დოლარს და ააშენებდნენ 2 ან 3 თვეში ან 1 წელში პროექტს, მათ გაეწელათ პროექტი 3-4 წელზე. ეს კომპანიები გადეფოლტდნენ, რადგან მათ მოუწიათ პროცენტის ხდა, ამასობაში პროექტიც ვერ დაიწყეს და ა.შ. დროში გაჭიანურებული საკითხები, პროექტს აძვირებს კიდეც”,- აცხადებს ლევან მაღრაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა