მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალდატანება არ გვინდა" - ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობის ვაქცინაციაზე

60faab7b326df
ინგა მურუსიძე
23.07.21 16:54
571
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობა ნებაყოფლობით უნდა აიცრას  და "ძალდატანებაზე საუბარი არ მიდის". როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ვაქცინა შესაძლოა ვირუსისგან ბოლომდე არ იცავს, თუმცა ლეტალობისგან - კი.

„ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, უბრალოდ, გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვცდილობთ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა, რომელიც შეიძლება სრულად არ გვიცავდეს ვირუსის გადადებისგან, თუმცა აუცილებლად გვიცავს ლეტალობისგან. მნიშვნელოვანია, საზოგადოების ნდობის დონე ისე გაიზარდოს, რომ ადამიანებს ვაქცინის მიმართ ნდობა გაუჩნდეს და დამყოლობა იყოს ნებაყოფლობითი.

ამ დრომდე მოქალაქეების ნაწილი ამბობდა, რომ არსებული ვაქცინა არ უნდოდათ, თუმცა ახლა ნამდვილად გვაქვს ფუფუნება, რომ მოქალაქეებმა სასურველი ვაქცინა აირჩიონ. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს კამპანია. დღეს საბჭოზე გვქონდა განხილვა, რომ მნიშვნელოვანია მინისტრთა კაბინეტის სრული ჩართულობა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ხაზი გაუსვა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ჩართულობას კერძო სექტორთან კომუნიკაციაში, რასაც ეკატერინე ტიკარაძის თქმით, "შედეგები მოაქვს".