11.სექტემბერი .2020 15:44

"ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ" - ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

views 2706
უკან

"საერთო ინციდენტობის მაჩვენებლით საქართველო ბოლო 2 კვირის განმავლობაში მწვანე ზოლის საზღვარზე, ყვითელში რჩება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევები ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება - აგვისტოში მობილობის ზრდას და სამასპინძლო
დაწესებულებებს.

„რაც შეეხება ეპიდვითარებას, ბათუმმა დიდი კლასტერი შექმნა - ეს იყო 80-მდე შემთხვევა, გვაქვს სერიოზული კლასტერი ქუთაისში, ე.წ. სასწავლო კლასტერი, რომელიც 29 ადამიანს მოიცავს, ცაგერშიც დაიძაბა სიტუაცია, თუმცა კვლევებს ვასრულებთ. დროულად შევაჩერეთ გურიის კლასტერი, თუმცა დაგვეძაბა სიტუაცია ზუგდიდში, გვაქვს ინფიცირების შემთხვევები ადამიანებს შორის, რომლებიც მუშაობენ ენგურჰესზე. იქაც მიმდინარეობს პროცესის ლოკალიზება. თითქმის ყველა ეს კლასტერი უკავშირდება ქორწილს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როცა რეკომენდაციას ვაძლევთ მთავრობას, რომ პანდემიის დროს თავი უნდა შევიკავოთ დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, ამ ყველაფერში პოზიტიურია ის, რომ კლასტერული გავრცელება გვაქვს და არა - შიდა გავრცელება.
ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობას აღწერილი აქვს და აჭარაში იმყოფებოდა 2100-მდე მასწავლებელი, რომელთაც მიმდინარე დღეებში ტესტირება ჩაუტარდებათ.

ინფორმაციისთვის: დღეს კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა