მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან მაღალ ფასებს არ ველოდებით" - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

629b2e6992d37
მარიამ იზორია
04.06.22 19:00
1118
თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა Bm.ge-სთან ქართული თხილის გასაღების ბაზრებზე საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, ქართული თხილის ექსპორტის 95%-იანი წილი ევროკავშირის ქვეყნებს უჭირავს, თუმცა მიმდინარე წელს ქართული თხილის მოთხოვნის კუთხით აქტიურდება ჩინეთიც, რომელიც საკმაოდ საინტერესო ბაზარია.

ქარდავას განმარტებით, თხილის წარმოების მიმართულებით ახალი ქვეყნები გაჩნდნენ, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტი არ იქნება, ამიტომ არც ფასის განსაკუთრებული ზრდაა მოსალოდნელი.

„ჩვენი თხილის ექსპორტის 95% ევროკავშირზე მოდის. მიმდინარე წელს ჩინეთიც გააქტიურდა. ჩინეთში მოხმარების გათვალისწინებით იმდენად დიდ რაოდენობაზეა საუბარი, რომ თხილის რეალიზაციის პრობლემა არ უნდა დადგეს.

რაც შეეხება საერთაშორისო კონკურენციას, მაგალითად, იტალიაში საქართველოსთან შედარებით სამჯერ მეტი მოსავალი იქნება, მსგავსად თურქეთში. აზერბაიჯანიც ჩვენივე რაოდენობას აწარმოებს და ბაღების გაშენების მიმართულებით ინვესტირებას მუდმივად ახდენს. გამოჩნდა ახალი ქვეყნები, რომლებმაც პლანტაციების გაშენება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, ასეთია: უკრაინა, ჩილე... ამიტომ კონკურენცია მაღალია, იზრდება მოთხოვნაც. ბაზარზე დეფიციტი არ იქნება, ამიტომ ძალიან მაღალ ფასებს, როგორიც მაგალითად 2015 წელს იყო, როცა გაუტეხავი თხილის კილოგრამის ფასმა 15 ლარსაც მიაღწია, არ ველოდებით. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, გლეხი თხილის გაყიდვას თვითღირებულებაზე ორჯერ და სამჯერ მაღალ ფასად შეძლებს, რაც, საბოლოოდ, კარგი შემოსავალია“ - აცხადებს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის: ასოციაციაში იმასაც ამბობენ, რომ წელს საქართველოში გაუტეხავი თხილის მოსავალი 60 000 ტონას მიაღწევს.