მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ გავაკეთებ" - თამაზ გაიაშვილის განმარტება Мир-ზე

62289793aec4d
მარიამ ვარადაშვილი
09.03.22 16:51
1874

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამარ გაიშვილი BMG-სთან ამბობს, რომ საგადახდო სისტემების კომპანია Мир-თან ვერ ითანამშრომლებენ, რადგან ის საქართველოს საბანკო სისტემასთან დაკავშირებული არ არის. 

კითხვაზე - რატომ დაამატეს Мир-ი გადახდის ერთ-ერთ სისტემად, თამაზ გაიაშვილის თქმით, ეს ესპანურმა გაყიდვების კომპანიამ მათგან დამოუკიდებლად გააკეთა.

“ჩვენთან ეს სისტემა არ მუშაობს და არც არასდროს უმუშავია. არსებობს ესპანური გაყიდვების კომპანია სახელწოდებით - Web Sky Tech-ი, ვისი მეშვეობითაც ონლაინვყიდით ბილეთებს. მათ Мир-ც აქვთ, Mastercard-ც და სხვა საგადახდო სისტემებიც, თუმცა ჩვენთან ეგ არ მუშაობს და არცერთი ბილეთი მაგით არ გაყიდულა. ეს გადახდის სისტემა ჩვენთან არაა ინტეგრირებული, ეგ არის Web Sky Tech-ზე, რომელიც ევროპაში რეგისტრირებული კომპანიაა. Мир-ი ჩვენს საიტზე - არა, Web Sky Tech-ის საიტზე ჩანს. ტყუილია, რომ ჩვენს საიტზე Мир-ით ბილეთები იყიდება. საქართველოს არ აქვს ისეთი სისტემა, რომელიც მასთან ითანამშრომლებს. ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ გავაკეთებ”, - აცხადებს გაიაშვილი. 

ამას გარდა, Georgian Airways-მა განცხადებაც გაავრცელა, სადაც Мир-ს დამატებაზე კრიტიკას უპასუხა: 

„ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც. WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს. „ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში", - აცხადებენ კომპანიაში. 

Мир-თან დაკავშირებით განცხადება ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა. სებ-ის თანახმად,  საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, Мир-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.

“რადიო თავისუფლებამ” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა.