მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძლიერი ლოქდაუნი ქვეყანაში ვეღარ იქნება"

60b4bbf2a1426
ინგა მურუსიძე
31.05.21 14:34
1438
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ძლიერი ლოქდაუნი ქვეყანაში ვეღარ იქნება. ამის შესახებ გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა. კითხვაზე, მოსალოდნელია, თუ არა საზღვრების გახსნასთან ერთად ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა, გამყრელიძე პასუხობს, რომ მომატებული რისკი იქნება.

„რისკი მომატებული იქნება, რადგან საზღვრების გახსნა და მობილობის გაზრდა ამის ხელშემწყობი იქნება. შეიძლება იყოს ინფიცირების ზრდა, ამიტომაც არის საჭირო, რომ რეკომენდაციები იქნეს დაცული, მათ შორის დისტანცია, პირბადის ტარება და ა.შ. ასევე არის აუცილებელი საზღვარზე PCR-კონტროლი, რომ ტურისტმა წარმოადგინოს საზღვარზე უარყოფითი ტესტის პასუხი. ძლიერი ლოქდაუნი ქვეყანაში ვეღარ იქნება, უნდა მივეჩვიოთ კოვიდთან თანაცხოვრებას, საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.