მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძლიერი ქარის გამო გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროების ჩართვა ვერ ხერხდება"

5ffffad182c12
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.21 12:10
991
მთის კურორტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროების ჩართვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საბაგიროების ჩართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უამინდობის გამო გუდაური-კობის საავტომობილო გზა ჩაიკეტა, საბაგიროები კი მგზავრების გასადაყვანად უნდა გამოეყენებინათ.

თუმცა როგორც ირკვევა, დღეს საბაგიროები ძლიერი ქარი გამო არ ჩართულა.

„საბაგიროები ჩაირთვება მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, რის შესახებაც შეგატყობინებთ 1 საათით ადრე, Facebook გვერდის საშუალებით“, - წერია სათხილამურო კურორტ გუდაურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები მგზავრთა გადაყვანის მიზნით საგზაო მოძრაობის აღდგენამდე ყოველდღიურ რეჟიმში, 12:00-დან 15:00 საათამდე იმუშავებს. როგორც BM.GE-ის მთის კურორტების მართვის კომპანიაში განუცხადეს საბაგიროებზე ამსვლელები გაკონტროლდებიან და მოთხილამურეები არ დაიშვებიან.